მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერი

აღწერა

ყვავილების მაღაზია "lovely roses" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე. რას გთავაზობთ: ** მეგობრულ და სასიამოვნო ატმოსფეროს ყვავილების გარემოცვაში ** პროფესიონალების გუნდში მუშაობის გამოცდილებას ** ბიზნეს კორესპონდენციის უნარების დახვეწას ** ერთდროულად ბევრი დავალების შესრულების გამოცდილებას ** პროცესის მართვაში თავდაჯერებულობის გამომუშავებას ** მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარების დახვეწას სამუშაოს აღწერა: ** შეკვეთის მიღება ტელეფონით, სოციალური ქსელებითა, ელ. ფოსტით და სხვა არხებით ** ვებგვერდზე პროდუქტის განახლება, კორექტირება და დამატება ** სხვადასხვა ადმინისტრაციულ/საოფისე საკითხებში დახმარება ** უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულება მოთხოვნები: ** ენების ცოდნა - სასურველია B2 ინგლისურში ** მულტითასქინგი - ხშირად ასეთია სამუშაოს რეალური სახე - არ გაქვს დრო რომ დაასრულო ერთი საქმე, ისე უნდა დაიწყო მეორე. ამიტომ თუ თქვენს ცხოვრებაში ბევრ რამეს ერთდროულად უმკლავდებით, აქაც მარტივად გამოგივათ. ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა - თუ დავალება თქვენ მოგეცათ, თქვენ ხართ მასზე პასუხისმგებელი და თქვენ უნდა აკონტროლოთ ის საკითხი მომავალშიც. ** მეგობრულობა - ჩვენი ატმოსფერო ძალიან მეგობრულია, ამიტომ ვეძებთ ისეთ კანდიდატს, რომელიც კოლეგიალური და ღიმილიანი იქნება. ** სწრაფად ფიქრი და კეთება - ჩვენ ყველა საკმაოდ სწრაფად ვმუშაობთ, ამიტომ გვჭირდება კანდიდატი, რომელიც ამ რეჟიმს ფეხს აუწყობს. ** დამოუკიდებლობა - ხშირად მოგიწევთ იმის მოფიქრება, რას გააკეთებთ და როგორი იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯი (ჩვენც რა თქმა უნდა გვერდით ვიქნებით და დაგეხმარებით, მაგრამ ინიციატივა თქვენგან უნდა მოდიოდეს). ** ყვავილების დასახელების და გარჩევის სწავლა - საჭირო იქნება გარკვეული ყვავილების სახელების და ჯიშების შესწავლა სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3-5 დღე, 09:00-17:00 (დილის ცვლა) ან 16:00-24:00 (საღამოს ცვლა, ღამე ტაქსით მომსახურებას უზრუნველყოფს კომპანია) სამუშაო დღეებისა და ცვლების შეთანხმება შესაძლებელია. მზარდი დღიური ანაზღაურება - საწყის ეტაპზე 35 ლარის ოდენობით. სამუშაო ადგილი: თბილისი, შალვა ღამბაშიძის #10 (ვერის ფილიალი) დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/118amV-clTaBmc2zPrYPrl7tHyRtWVk67rEnPHCAlByc/

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების კონსულტანტი
Brand R
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 საათის წინ

მოლარე-კონსულტანტი, მენეჯერი
ლიბრა
თბილისი 600750₾ დედლაინი: 2 კვირაში

Facebook მენეჯერი
მკითხველი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


LovelyRoses.ge

ანაზღაურება


35₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო