საწყობის თანამშრომელი

აღწერა

კომპანია "სანდო " 2017 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და სარემონტო მასალების რამდენიმე სახის ინოვაციურ პრუდუქტს, აგრეთვე კომპანია პარტნიორობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიც გახლავთ: ინგლისური კომპანია POWERMIX, ქართული კომპანია NOVA, გერმანული კომპანია KNAUF , პოლონური კომპანია OLEJNIK

კომპანია "სანდო " აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსული საქონლის ჩამოტვირთვა და საწყობში წინასწარ განსაზღვრულ ადგილას განთავსება;
  • საწყობში არსებული პროდუქციის შესწავლა;
  • მიღებული პროდუქციის დახარისხება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით;
  • საწყობში არსებული მარაგების განთავსების წესების დაცვა და კონტროლი;
  • პროდუქციაზე სტიკერებისა და ანოტაციების დაკვრა;
  • მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად შეკვეთების აგროვება და სატრანპორტო საშუალებებზე დატვირთვა;
  • ნაშთების კონტროლის მიზნით საწყობში არსებული მარაგების ყოველთვიურ და შუალედურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
  • შრომის და სასაწყობო მეურნეობის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;
  • დირექტორის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოსთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • სასურველია მართვის მოწმობა B კატეგორია

პიროვნული თვისებები:

  • მოწესრიგებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების დასახვა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

სამუშაო გრაფიკი კვირაში 6 დღე, ორშაბათი-შაბათი, კვირას დასვენება

დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება: 1000 + ბონუსი ლარი.

მისამართი: თბილისი, ხოშარაულის ქუჩა # 29

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნოთ CV [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. საკონტაქტო ტელ: +995 593551822

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მისამართი: თბილისი, ხოშარაულის ქუჩა # 29
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების მენეჯერი
სანდო ექსპრესი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 კვირაში

წარმოების მენეჯერი
სანდომი
თბილისი დედლაინი: 15 საათის წინ

ვაიზერი
სანდომი
თბილისი 2000₾ დედლაინი: 15 საათის წინ

დისტრიბუტორი
სანდომი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 15 საათის წინ

კომპანია


სანდო

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
საშუალო განათლება

წყარო