აღწერა
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა
ანაზღაურება: სტაჟირების შემდეგ, 1200-დან 1500 ლარამდე, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.
მოთხოვნა:
** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის ან წარმოების მენეჯმენტის განხრით.
** სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტსა და ნედლეულზე.
** ადამიანების მართვის უნარი.
** სასურველია არამწეველი
მოვალეობა:
** წარმოების აღრიცხვა.
** ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება.
** პერსონალის მართვა და დავალებების მიცემა.
** მიღებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: [email protected] და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის, და არა ქართულ ენაზე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. |