რეალიზაციის მენეჯერი - გათბობა-გაგრილების სექცია

აღწერა

შპს "მირა" თავისი არსებობის უკვე 20 წლიან ისტორიას ითვლის. მომხმარებლისათვის ხარისხიანი პროდუქტისა და კომპლექსური სერვისის შეთავაზება - ის მთავარი ამოცანაა, რომლის სრულფასოვნად შესრულებითაც კომპანია სარგებლობს სანდო პარტნიორის სახელით კონკურენტულ გარემოში. ყოველივე ეს კი იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურება მას. დღეს სწორედ შენ გეძლევა შანსი, გახდე ამ გუნდის წევრი და მუშაობასთან ერთად განვითარდე პროფესიულად. ვაკანსიის დასახელება: რეალიზაციის მენეჯერი - გათბობა-გაგრილების სექცია მოვალეობები: ** კლიენტის მომსახურება - კონსულტაციის გაწევა, საქონლის გამოწერა, საქონლის გამზადება-გაცემა; ** ინვოისის გამოწერა, რეალიზაციის გატარება პროგრამაში; ** ონლაინ შეკვეთების მიღება, სატელეფონო კონსულტაცია, ინვოისის გაგზავნა; ** კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება; პროდუქტ (ებ)ის შეთავაზება/გაყიდვა; ** ახალ საქონელზე კოდების და ფასების მითითება; ** შემოსული საქონლის დალაგება მაღაზიაში; ** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა; ** აუცილებლობის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებებისა და პოზიციის შესაბამისი სამუშაოების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში; პიროვნული უნარ ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გაყიდვების წარმოების უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** პუნქტუალურობა; ** შრომისმოყვარეობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი. უპირატესობა მიენიჭება მათ, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ** ცენტრალური გათბობის სისტემების (ცენტრალური გათბობის ქვაბები, რადიატორები, ქვაბების ნაწილები, სხვადასხვა მაკომპლექტებელი მასალები) და ა.შ) ცოდნა. ** სხვადასხვა ტიპის წყლის ტუმბოების ცოდნა. ** პროგრამა 1C-ს ცოდნა. ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება. სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 18:00-მდე (შესვენება 1 სთ) (დასვენების დღე: კვირა); სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ.#126. ანაზღაურება: ფიქსირებული 2000₾ + საბონუსე სისტემა. დამატებით ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** გამოცდილების შეძენასთან ერთად ანაზღაურების მატებას; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ** სამუშაო დღის განმავლობაში კვებას; დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.mira.ge

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

KA გაყიდვების მენეჯერი
Splat
თბილისი დედლაინი: 3 დღეში

საწყობის მენეჯერი
ავტოტექნო
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

მოლარე-კონსულტანტი, მენეჯერი
კომპანია
თბილისი 850₾ დედლაინი: 6 დღეში

ფილიალის მენეჯერი
ნიკორა ტრეიდი
თბილისი დედლაინი: 6 დღეში

გაყიდვების კონსულტანტი/მენეჯერი
At Store
თბილისი 700₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


მირა
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო