აღწერა
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი კურიერის პოზიციაზე კომბოს ტიპის ავტომობილზე თბილისში.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული - 1000 ლარი;
** გრაფიკი: 10:00-19:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზირი 64.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ავტომობილის მართვა;
** ამანათების აღება / ჩაბარება;
** ამანათების მიწოდება ჩვენს მომხმარებლებამდე;
** ამანათების საწყობში ჩაბარება.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
** არსებული ტვირთის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიტანა მომხმარებლებამდე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია (მექანიკა).
ჩვენი უპირატესობები:
** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა და ენერგიულობა ძირითადი მოთხოვნაა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე - ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მძღოლი თბილისში" ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 23 80 03 |