ღამის ცვლის მძღოლ-კურიერი

აღწერა

"სქროლი" არის ქართული სტარტაპი, რომელიც აკავშირებს ერთნაირი ღირებულებების მქონე ადამიანებს და მიზნად ისახავს ქალაქებში სატრანსპორტო და ეკოლოგიური პრობლემების ინოვაციური მეთოდებით გაუმჯობესებას. ჩვენი უკეთესი მომავლის ხედვა ყოველდღიური პრობლემების შემცირებაშია, შესაბამისად "სქროლის" მთავარი ამოცანაა, ვიზრუნოთ გარემოზე, გავხადოთ გადაადგილება უფრო სწრაფი, მოსახერხებელი და ვიყოთ სატრანსპორტო ალტერნატივა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ადამიანისთვის. 2020 წლის აპრილიდან პირველებმა გავაცანით ეკო-მეგობრული ელექტრო სკუტერის გაზიარების სერვისი საქართველოს. "სქროლის" გუნდი ბათუმში აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მძღოლ-კურიერის პოზიციაზე. ძირითადი მოთხოვნები: ** მოწესრიგებული, პუნქტუალური და პასუხისმგებლობიანი ** B კატეგორიის მართვის მოწმობა ** ავტომობილის (მექანიკის) მართვის გამოცდილება მინიმუმ 6 თვიანი ** ქალაქის უბნებისა და ქუჩების ცოდნა ** დღისა და ღამის ცვლებში მუშაობის უნარი ** ახალი თაობის მობილური აპლიკაციების გამოყენების ცოდნა (google map, apple map) ** ფურგონიანი ავტომობილის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად ** მექანიკურ ან ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად ფუნქცია-მოვალეობები: ** ელ. სკუტერების განთავსება ბათუმის ქუჩებში, აპლიკაციაში მითითებულ მისამართებზე; ** ელ. სკუტერების ფურგონში დატვირთვა/გადმოტვირთვა დადგენილი წესების შესაბამისად; ** დამჯდარი ელ. სკუტერების შეკრება და საწყობში დაბრუნება; ** ელ. სკუტერების აპლიკაციის სრულყოფილი ცოდნა; ** ელ. სკუტერების ვიზუალური დათვალიერება ან მობილურ აპლიკაციაში შემოწმება და დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში წინასწარი გაწერილი პროცედურების გატარება; ** ავტომობილის/ფურგონის გამართულად მართვა, მოვლა და სისუფთავის შენარჩუნება. ჩვენ გთავაზობთ: ** განვითარების შესაძლებლობას; ** პროფესიონალების გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას; ** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი 1500 ლარი +; ** ღამის ცვლის სამუშაო გრაფიკს: 18:00-02:00 დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, სადაც გსურთ დასაქმება: "ღამის ცვლა/მძღოლ-კურიერი - ბათუმი". კომპანიის შესახებ ინფორმაცია: https://www.scroll.eco "სქროლის" გუნდი გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მძღოლ-კურიერი
Scroll
თბილისი 1500₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


Scroll

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
4 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო