დასუფთავების დეპარტამენტის ზედამხედველი

აღწერა

ძველი თბილისის შუაგულში მდებარე, 17 ნომრიანი ბუტიკური ტიპის სასტუმრო "Puris Moedani Hotel Tbilisi" სტუმარ-მასპინძლობის ჰოლდინგის Marco Polo Group Hospitality-ს წევრია. "Puris Moedani Hotel Tbilisi" აცხადებს დასუფთავების დეპარტამენტის ზედამხედველის ვაკანსიას. პირობები: ** დაქვემდებარება: სასტუმროს გენერალურ მენეჯერთან ** სამუშაო ადგილი: თბილისი, პურის მოედანი, #1 #2 ** სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე ** ანაზღაურება: 1910 ლარი (საშემოსავლო და საპენსიო გადასახადების ჩათვლით) ფუნქცია-მოვალეობები: ** დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომელთა გუნდის მართვა კომპანიაში მოქმედი შინაგანაწესის და რეგულაციების შესაბამისად, სამუშაო გრაფიკის შემუშავება, სამუშაო საათების დამუშავება/გადაცემა, თანამშრომელთა დისციპლინის კონტროლი, მათი სამუშაო შედეგების შეფასება და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ** დასუფთავების დეპარტამენტის მიერ შესასრულებელი ფუნქციების მუდმივი მონიტორინგი და დავალებების შესრულების უზრუნველყოფა ** დასუფთავების დეპარტამენტისთვის გამოყოფილი ინვენტარისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამართულობის კონტროლი, აღწერა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ** საზოგადოებრივი სივრცეების, სველი წერტილებისა და ოთახების მასშტაბით სისუფთავის უზრუნველყოფა, თეთრეულის, ავეჯისა და სხვა ინვენტარის წესრიგის უზრუნველყოფა ** დასუფთავების დეპარტამენტის პასუხისმგებლობაში არსებული მარაგების კონტროლი, შესყიდვების განხორციელება საჭიროებისამებრ ** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, სათანადო საშუალებების მარაგის კონტროლი-აღრიცხვა და ინსტრუქციების შესაბამისი გამოყენების მონიტორინგი ** ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა მოთხოვნები და უნარები: ** პასუხისმგებლიანობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა ** ეფექტური კომუნიკაციის უნარები ** დეტალებსა და შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

დღის და ღამის კონსიერჟი
კომპანია
თბილისი 700₾ დედლაინი: 2 კვირაში

ღამის ცვლის ადმინისტრატორი
Silver 39 Corner Hotel
თბილისი 950₾ დედლაინი: 3 კვირაში

სივრცის მენეჯერი
Axis Towers
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


სასტუმრო პურის მოედანი

ანაზღაურება


1,910₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო