ღამის ცვლის ადმინისტრატორი

აღწერა

ვერცხლის ქუჩაზე მდებარე, 21 ნომრიანი სასტუმრო, ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით, "Silver 39 Corner Hotel" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (2 ღამე მუშაობა 2 ღამე დასვენება) ანაზღაურება: 950 ლარი. მიმღების თანამშრომლის ძირითადი ფუნქციები იქნება: ** სტუმრის მიღება და რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა ** სტუმრის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში ასახვა ** სტუმრის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხების აღრიცხვა და გადახდების მუდმივი კონტროლი ** შემომავალ ზარებზე პასუხი და ზარის გადამისამართება ** სასტუმროს ფასების და მომსახურების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ** სტუმრის ბარათის შემოწმება პრეავტორიზაციისთვის ** ელექტრონული გასაღების რეგისტრაცია/გაუქმება ** გაყიდული და გასაყიდი ოთახების მართვა პროგრამაში ** სერვისთან დაკავშირებული, სტუმრის ყველა მოთხოვნის უზრუნველყოფა ** დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება Check-in და Check-out -ზე; ** დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება მასზედ, რომ ნომერი გათავისუფლდა და საჭიროებს დალაგებას ** მიმღების სივრცის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი ** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა მითითებების შესრულება მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს: ** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სრულყოფილად ცოდნა ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე) ** სასურველია პროგრამა "FIDELIO"ს ცოდნა ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი ** გუნდური მუშაობის უნარი თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ღამის ცვლის ადმინისტრატორი
სასტუმრო ჯენიო
თბილისი 720₾ დედლაინი: 1 კვირაში

ღამის ცვლის ადმინისტრატორი
კომპანია
თბილისი 50₾ დედლაინი: 2 კვირაში

ღამის ცვლის ადმინისტრატორი
სასტუმრო Tbilisee
თბილისი 850₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


Silver 39 Corner Hotel

ანაზღაურება


950₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო