აღწერა
ჩვენს შესახებ,
,,IC company’’ წარმოადგენს კომპანია ,, IC holding”-ის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას, რომელიც ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან პოზიციონირებს. „IC company”-ს ძირითად საქმიანობას ინდუსტრიული მშენებლობა წარმოადგენს და მისი აქტივობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს.
კომპანიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:
IC company ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი მომწოდებლების მოძიება;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის შეძენა;
- შესყიდვების პროცედურების დაგეგმვა და მართვა;
- შესყიდვების მოთხოვნის მიღება-დამუშავება;
- პროდუქციის ფასების მუდმივი შედარება, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასისა და ხარისხის მისაღებად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებული;
- გუნდთან კომუნიკაციისა და მართვის უნარი;
- გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
კომპანია გუნდის ახალ წევრს სთავაზობს:
- საინტერესო და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად თანამშრომლობას;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 (13:00-14:00 შესვენება)
- სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის N143
- შრომის ანაზღაურება - 1500 ლარი + ბონუსი.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.