შესყიდვების მენეჯერი

აღწერა

"IC company" წარმოადგენს კომპანია " IC holding"-ის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას, რომელიც ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან პოზიციონირებს. "IC company"-ს ძირითად საქმიანობას ინდუსტრიული მშენებლობა წარმოადგენს და მისი აქტივობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. კომპანიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:https://www.ic.ge/ "IC company" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ახალი მომწოდებლების მოძიება; ** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის შეძენა; ** შესყიდვების პროცედურების დაგეგმვა და მართვა; ** შესყიდვების მოთხოვნის მიღება-დამუშავება; ** პროდუქციის ფასების მუდმივი შედარება, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასისა და ხარისხის მისაღებად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** შესყიდვების მიმართულებით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად); ** B კატეგორიის მართვის მოწმობა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებული; ** გუნდთან კომუნიკაციისა და მართვის უნარი; ** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი; ** განვითარებაზე ორიენტირებული. კომპანია გუნდის ახალ წევრს სთავაზობს: ** საინტერესო და სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად თანამშრომლობას; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 (13:00-14:00 შესვენება) სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის N143 შრომის ანაზღაურება - 1500 ლარი + ბონუსი გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

შესყიდვების მენეჯერი
PM Metal
თბილისი 2500₾ დედლაინი: 16 საათის წინ

შესყიდვების მენეჯერი
აი-სი კომპანი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


IC Company

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო