საწყობის თანამშრომელი

აღწერა

შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. ვინ ვართ ჩვენ: ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხმარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ. ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს. თქვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას; ** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას კომპანია "არდიში"; ** ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი; ** კორპორატიულ ღონისძიებებს; ** ფასდაკლებას შიდა პროდუქტებზე. თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება: ** კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი პროდუქციის საწყობიდან გამოტანა; ** შემოსული პროდუქციის დათვლა/აღრიცხვა და დასაწყობება; ** საწყობიდან სათადარიგო ნაწილების მაღაზიის დახლზე გამოტანის უზრუნველყოფა; ** საწყობებს შორის შიდა გადაზიდვების მომზადება და განხორციელება; ** საწყობის პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება. კვალიფიკაცია და უნარები რომელიც უნდა გქონდეთ: ** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ლოჯისტიკის მიმართულებით; ** სასურველია საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია საწყობის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ოპერატიული; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სამუშაო პირობები: ანაზღაურება: 800 ლარი net, (1300-1400 ლარი ბონუსით) სამუშაო დრო: 09:00-18:00 საათი, კვირაში ორი დღე დასვენება სამუშაო ადგილი: ორხევი, თ.ჩანტლაძის #15 (ისთ ფოინთთან ახლოს) დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2024 წლის 9 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ: საწყობის თანამშრომელი წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება. კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

უფროსი ბუღალტერ-ოპერატორი
ვაკო მოტორსი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

ბუღალტერ-ოპერატორი
ვაკო მოტორსი
თბილისი 700₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ვაკო მოტორსი

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო