სათადარიგო ნაწილების კონსულტანტი

აღწერა

შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი სათადარიგო ნაწილების კონსულტანტის პოზიციაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხმარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ. ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს. თქვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას; ** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას კომპანია "არდიში"; ** ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი; ** კორპორატიულ ღონისძიებებს; ** ფასდაკლებას შიდა პროდუქტებზე. თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება: ** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; ** პროგრამაში სათადარიგო ნაწილის მოძიება; ** მაღაზიის დახლის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში საწყობიდან სათ. ნაწილის მაღაზიის დახლზე გამოტანა; ** შემოსული პროდუქციის დათვლა/აღრიცხვა; ** სათ. ნაწილების მენეჯერისთვის მარაგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მათი შევსების მიზნით. კვალიფიკაცია და უნარები რომელიც უნდა გქონდეთ: ** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით; ** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** ავტოინდუსტრიის სფეროს სპეციფიკის ცოდნა; ** სხვადასხვა სპეციალურ კატალოგებში სათ. ნაწილების მოძებნის გამოცდილება; ** საწყობის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ოპერატიული; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სამუშაო პირობები: ანაზღაურება: 1000 ლარი net, (1500-1800 ლარი ბონუსით) სამუშაო დრო: 09:00-18:00 საათი, კვირაში ორი დღე დასვენება სამუშაო ადგილი: წიწამური, თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს) ტრანსპორტირებას მეტრო დიდუბიდან უზრუნველყოფს კომპანია დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2024 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ: სათადარიგო ნაწილების კონსულტანტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება. კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების კონსულტანტი
Premix
თბილისი 1500₾ დედლაინი: 4 კვირაში

კომპანია


ვაკო მოტორსი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო