აღწერა

"ნიკს ჰოლდინგ" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე. "ნიკს ჰოლდინგ" გახლავთ მზარდი, შედეგზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ოპერირებს ინვესტიციებისა და ვაჭრობის მიმართულებით ექვსი განსხვავებული ბრენდით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე, კავსაძის #3 სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ ანაზღაურება: 3000 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** HR პოლიტიკის/სტრატეგიის განსაზღვრა; ** თანამშრომელთა შერჩევა/დაქირავების პროცესის სრულად მართვა (რეკრუტინგი) ** მონაცემთა ბაზის მუდმივ რეჟიმში განახლება (თანამშრომელთა რეგისტრაცია, დანიშვნა, დაწინაურება, დაქვეითება, ხელფასის ცვლილება, გათავისუფლება) და შესაბამისი ბრძანებების წარმოება; ** შვებულებების, მივლინებების, გაცდენების და დასწრების აღრიცხვა / კონტროლი (სისტემურად); ** HR მიმართულების კვლევებსა და შეფასებებში მონაწილეობის მიღება (მაგ. თანამშრომელთა კმაყოფილება, გამოსაცდელი ვადის შეფასება და ა.შ.); ** კომპანიის საკადრო დოკუმენტაციის მართვა; ** ადამიანური რესურსების დეპარტამენტში ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის განხორციელება; ** საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და ახალი წინადადებების ინიცირება/განხორციელება; ** არსებული საკადრო პროცესებისა და პრაქტიკის გადახედვა/გაუმჯობესება; ** სამოტივაციო სისტემის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება; ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით); ** HR მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; პიროვნული თვისებები: ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ორგანიზებულობა და დისციპლინა; ** კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: ** კეთილმოწყობილ, მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე [email protected] და სათაურის ველში, მიუთითეთ HR მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

HR მენეჯერი
STREAM
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

HR მენეჯერი
მეტალ ჯორჯია
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

HR მენეჯერი
ბერმელი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 2 კვირაში

HR მენეჯერი
Hiteco Group
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ნიკს ჰოლდინგი

ანაზღაურება


3,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო