HR მენეჯერი

აღწერა

"ჰიტეკო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:
  • ორგანიზაციის მასშტაბით ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის, პოლიტიკის დანერგვა და მონიტორინგი;
  • შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის და კომპანიის წესდების შესაბამისად;
  • თანამშრომლების პირადი საქმეების (შვებულებები, ცნობები) ადმინისტრირება;
  • თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობების შექმნა და პერიოდული განახლება;
  • თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება, სრული ციკლის მართვა;
  • კომპანიაში ახალი თანამშრომლების ონბორდინგის/ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე [email protected] და სათაურის ველში, მიუთითოთ ,,HR მენეჯერი’’.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

HR მენეჯერი
STREAM
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

HR მენეჯერი
ნიკს ჰოლდინგი
თბილისი 3000₾ დედლაინი: 1 კვირაში

HR მენეჯერი
მეტალ ჯორჯია
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

HR მენეჯერი
ბერმელი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


Hiteco Group
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო