აღწერა

შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" იურიდიული სამსახურის უფროსი იურისტის ვაკანსიაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე ანაზღაურება: 2660 (ორი ათას ექვსას სამოცი) ლარი; ფუნქცია/მოვალეობები: ** წარმოადგენს კომპანიას და იცავს მის ინტერესებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებსა და იურიდიული სტატუსის არმქონე სუბიექტებთან. ** კომპანიის ინტერესების დაცვის მიზნით, ახორციელებს წარმოშობილ დავებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის (განცხადება, საჩივარი, სასარჩელო განცხადება, შესაგებელი, კერძო საჩივარი, საჩივარი, სააპელაციო საჩივარი, საკასაციო საჩივარი, სააპელაციო შესაგებელი, საკასაციო შესაგებელი და სხვ) განხილვას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და წარდგენას ადმინისტრაციული ან/და სასამართლო ორგანოებისათვის ** განიხილავს კორესპონდენციას, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს რეაგირებას, ამზადებს წერილის პროექტებს და ტვირთავს მათ ელექტრონულ საქმისწარმოების სისტემაში. ** უზრუნველყოფს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულ (ებ)ის მიერ მომზადებული კომპანიის შიდა მმართველობითი (ბრძანება, დებულება, ინსტრუქცია, წესი და სხვა) დოკუმენტაციის სამართლებრივ ექსპერტიზას, მათ შესაბამისობაში მოყვანას კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან და კომპანიის სხვა შიდა მმართველობით დოკუმენტაციასთან. ** უზრუნველყოფს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულების ან მესამე პირების მიერ მომზადებული ხელშეკრულებების, შეთანხმებების სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ შესაბამისობაში მოყვანას კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება, მინიმუმ ბაკალავრიატის ხარისხით; ** იურიდიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ფლობა, როგორც საკომუნიკაციო ასევე დოკუმენტებთან მუშაობის სახით; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ** ინფორმაციის მოძიების და გადამუშავების უნარი; ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; ** გუნდში მუშაობის უნარი; ** დეტალებისადმი ყურადღების მიქცევის უნარი; ** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; საკონტაქტო ინფორმაცია: [email protected] 577 250 044

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ლოგისტიკის მენეჯერი
კოროს სტარონ
თბილისი დედლაინი: 3 დღეში

ლოჯისტიკის გაყიდვების მენეჯერი
TopTrans
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

საოპერაციო მენეჯერი
AM Logistic
თბილისი დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


თბილისის სატრანსპორტო კომპანია

ანაზღაურება


2,660₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო