ცვლის უფროსის დამხმარე

აღწერა

გადამფუთავი საწარმო შპს "დაკო პაკი" აცხადებს ვაკანსიას ცვლის უფროსის დამხმარეს პოზიციაზე, თბილისში. სამუშაო ადგილი: დიდი ლილო, ერეკლე II-ის ქუჩა, #89 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 40 საათიანი სამუშაო კვირა ანაზღაურება: საწყისი - 1000 ლარი; გამოსაცდელი ვადის შემდგომ - 1200 ლარი ტრანსპორტირებას მეტრომდე და მეტროდან უზრუნველყოფს კომპანია ცვლის უფროსის დამხმარეს ყოველდღიური ფუნქცია-მოვალეობები: ** დანადგარის მართვა ექსპლუატაციის ნორმების დაცვით ** წარმოების პროცესში ჩართული ნედლეულის რაოდენობრივი და ხარისხობრივი გამოყენების მონიტორინგი ** დაფასოების პროცესში მზა პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი, როგორიცაა შეფუთვის ვიზუალური მხარე, თარიღი შეფუთვაზე, წონა, რაოდენობა, წუნდებული პროდუქციის რაოდენობა ** სამუშაო პროცესში წარმოქმნილი შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება ** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, უფლებამოსილების ფარგლებში საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საწარმოში, დანადგართან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** ტექნიკური (დანადგარის მართვა, შეკეთება) უნარების ქონა ჩაითვლება უპირატესობად დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შპს "დაკო პაკ"-ის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "დაკო პაკ" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "დაკო პაკ"-ის მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ოპერატორი
დაკო ფექი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 კვირაში

ცვლის უფროსი
კოლორ ჯგუფი
თბილისი 14002000₾ დედლაინი: 20 საათის წინ

უსაფრთხოების ცვლის უფროსი
Holiday Inn
თბილისი დედლაინი: 5 დღეში

კომპანია


დაკო ფექი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო