ცვლის უფროსი

აღწერა

"კოლორ ჯგუფი" - არის ყველაზე დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. "კოლორ ჯგუფის" მომსახურების არეალი ფართოა, ვემსახურებით როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს. გამორჩეული და თანამედროვე მიდგომებით ბიზნესში, ვქმნით კონკურენტულ გარემოს და ვისწრაფვით განვითარებისკენ. როგორც ყველა თანამედროვე ბიზნესისთვის, ჩვენთვისაც პრიორიტეტი ადამიანური რესურსებია, ჩვენთან დასაქმებულ ასობით ადამიანს, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად! "კოლორ ჯგუფი" გეძებს შენ ცვლის უფროსის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://colorgroup.ge ძირითადი მოვალეობები: ** სამუშაო დღის დასაწყისში წარმოების ხელმძღვანელთან წინა ცვლის მიერ გადმოცემული დავალებების ჩაბარება; ** სამუშაო დღის დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა; ** მიღებული დავალებების მიხედვით სამუშაოების სწორად გადანაწილება დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე; ** ცვლის გამართულად და შეუფერხებლად მუშაობისთვის საჭირო მასალებით მომარაგებით უზრუნველყოფა; ** შეკვეთის ხარისხიანად და დადგენილ ვადებში ჩაბარება; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების დისციპლინის კონტროლი. აუცილებელი მოთხოვნები: ** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე; ** საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა; ** დროის სწორი მენეჯმენტი; ** სამუშაოს დაგეგმვისა და განხორციელების უნარები; ** გუნდის მართვის უნარი; ** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული; ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვების თანადაფინანსებას; ** ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფასდაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტერეას, კრიალას, ფავორიტისა და ჰოთსეილის პროდუქციაზე); ** მეგობრულ სამუშაო გარემოსა და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას. სამუშაო გრაფიკი: სრული, ყოველი მეორე ღამის ცვლა სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ბაღდავაძის ქ. # 3 ანაზღაურება: 1400 + ბონუსი, (საშუალოდ 2000 ლარი) დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected], ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას! "წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ კოლორ ჯგუფმა -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ცვლის ლიდერი
ibis budget
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

ცვლის მენეჯერი
Domino`s Pizza
თბილისი 900₾ დედლაინი: 2 კვირაში

ცვლის მენეჯერი
აუგუსტი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


კოლორ ჯგუფი

ანაზღაურება


14,002,000₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო