ცვლის მენეჯერი

აღწერა

"აუგუსტის" ისტორია იწყება 2019 წელს, როდესაც ბულანჟერეის შექმნის იდეა დაგვებადა და გადავწყვიტეთ საქართველოში ევროპული პურ-ფუნთუშეულობის კულტურა დაგვემკვიდრებინა და გაგვეზიარებინა იქაური ემოციები ქართველი მოსახლეობისთვის. თბილისის მასშტაბით "აუგუსტის" 7 ფილიალია, რომელთათვისაც ჩვენს საწარმოში ყოველდღიურად, 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მზადდება პურ-ფუნთუშეულობა და სხვა სახის მრავალფეროვანი პროდუქცია. კომპანიის მთავარი ღირებულებაა მაღალი ხარისხი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. კომპანიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია august.ge გამოგვყევი და თვალი ადევნე ჩვენს სიახლეებს https://www.facebook.com/Augustbakery.ge?mibextid=PtKPJ9 თუ გიყვარს შენი საქმე და გინდა საკუთარ შესაძლებლობებს ფრთები შეასხა შემოუერთდი ჩვენს გუნდს! კომპანია "აუგუსტი" აცხადებს ვაკანსიას ცვლის მენეჯერის პოზიციაზე. მოვალეობები: ** ობიექტის გაღება/დაკეტვა ** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა ** ნაშთების კონტროლი ** პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი/ვადიანობის შემოწმება ** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება ** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის მიზნით ** მომხმარებლის საჭიროების დადგენა ** პროდუქციის დეტალური ინფორმაციის მიწოდება (პროდუქციის მახასიათებელი/ფასი) ** შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება (CROSS-SELLING/ UP-SELLING) მოთხოვნები და სასურველი უნარები: ** აუცილებელია კვების სფეროში/მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** გუნდური მუშაობის უნარი ** სალაროს აპარატთან მუშაობის გამოცდილება ** Syrve-iiko მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** ინგლისური ენის ცოდნა ** სასურველია HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის ცოდნა სამუშაო საათები: ** 08:00-17:00 - პირველი ცვლა ** 13:00-22:00 - მეორე ცვლა ** დასვენება: კვირაში 2 დღე ანაზღაურება 1000₾ +ბონუსი ჩვენ გთავაზობთ: ** მოხერხებულ გრაფიკს ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ** ანაზღაურებად სტაჟირებას ** კვებაზე -30% ფასდაკლება + უფასო კვება ** სამოტივაციო წახალისებებს შერჩევის ეტაპები: ** პირველადი გასაუბრება ** მეორე ეტაპის გასაუბრება გენერალურ დირექტორთან ერთად ** სარეკომენდაციო წერილის წარდგენა გაცნობებთ, რომ "შპს აუგუსტ რითეილი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599003887

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ცვლის მენეჯერი
Domino`s Pizza
თბილისი 900₾ დედლაინი: 1 კვირაში

მენეჯერი
სოლოლაქი აპატმენტს
თბილისი 2000₾ დედლაინი: 1 დღეში

მარკეტის მენეჯერი
ჯსთ მარკეტი
თბილისი 1300₾ დედლაინი: 4 კვირაში

მიღება-განთავსების მენეჯერი
Silver 39 Corner Hotel
თბილისი 1200₾ დედლაინი: 2 დღეში

ობიექტის მენეჯერი
Pizza Hut
თბილისი 1875₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


აუგუსტი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო