აღწერა
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი
ჩვენი თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობები იქნება:
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა;
** კორპორაციული შეთავაზების გაკეთება სამიზნე აუდიტორიისთვის და მათი საჭიროების გათვალისწინებით, მათთან მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების ჩანიშვნა;
** კორპორაციული პროექტების ბაზების მუდმივი გაფართოება და შენარჩუნება
აუცილებელი უნარები:
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და ეფექტურად ინფორმაციის მიწოდება
** მოლაპარაკების დაგეგმვა და წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: [email protected] წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. არასრულად წარმოდგენილი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას! |