კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ვინ ვართ ჩვენ: ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხმარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ. ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს. თანამშრომელს დავახვედრებთ: ** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას; ** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას კომპანია "არდიში"; ** ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი; ** კორპორაციულ ღონისძიებებს. დამატებითი ინფორმაცია: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ; ** სამუშაო ადგილი: წიწამური, თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს) ტრანსპორტირებას მეტრო დიდუბიდან უზრუნველყოფს კომპანია ** ანაზღაურება: 2000-3000NET თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება: ** გაყიდვების ყოველთვიური გეგმების შესრულება; ** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან მოლაპარაკება; ** კლიენტთა პორტფელის შექმნა და განვითარება; ** არსებულ და პოტენციურ კორპორაციულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი- მათთვის სიახლეების გაცნობა და ახალი პროდუქტების შეთავაზება; ** არსებულ და პოტენციურ კორპორაციულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებაზე ზრუნვა; ** კლიენტთა ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი (დებიტორული დავალიანების კონტროლი, თანხების ამოღებაზე ზრუნვა). კვალიფიკაცია და უნარები რომელიც გვჭირდება: ** აუცილებელია უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით; ** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ავტო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებას); ** სასურველია სატვირთო ავტომობილების სფეროს ბაზრისა და სპეციფიკის ცოდნა; ** სავალდებულოა ინგლისური (მინიმუმ B2 დონე) და რუსული (მინიმუმ B1) ენების ცოდნა; ** სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა ** საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვისა და პრეზენტაციის ჩატარების უნარი; ** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებული, მიზანდასახული. დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2024 წლის 24 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება. კომპანია "ვაკო მოტორსის" გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება "ვაკო მოტორსის" მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
არომაკო
თბილისი 1200₾-1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
Intco
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 კვირაში

გაყიდვების მენეჯერი
All Service Group
თბილისი 1500₾-3000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ვაკო მოტორსი
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო