კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

"არომაკო" წარმოადგენს არომა მარკეტინგში 18 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ბრენდს, რომელიც საქართველოში 2019 წლიდან ოპერირებს. ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ პრობიოტიკებით გაჯერებულ, ჯანსაღ და სურნელოვანი პროდუქტების ფართო ასორტიმენტს. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე https://aromaco.ge/en? "არომაკოს" გუნდში ვეძებთ ახალ წევრს კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ანაზღაურება: 1200-1500 ლარი + ბონუსი. სამუშაო გრაფიკი: სრული. ჩვენ გთავაზობთ: ** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებას; ** Fitpass მოვალეობები: ** "არომაკოს" გუნდთან ერთად ბიზნესის განვითარება; ** კორპორაციული კლიენტებისთვის "არომაკოს" პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** კორპორაციულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის გაყიდვა; ** კორპორაციულ კლიენტებთან გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბება ჩვენი მოთხოვნებია: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა თუ გაქვს შენი თავის იმედი გელით ჩვენთან, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
Intco
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 კვირაში

გაყიდვების მენეჯერი
All Service Group
თბილისი 1500₾-3000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


არომაკო

ანაზღაურება


1,200₾ -1,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო