აღწერა
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
არქიში პოზიტიურ, ენერგიულ და გამოცდილ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერს ვეძებთ.
გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის ფუნქციები იქნება:
** მომსახურების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა, პრობლემური საკითხების განხილვა და მათი მოგვარება;
** მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
** მომხმარებლის მიერ, მოთხოვნილი ბინის სქემის შემუშავების/ცვლილების კოორდინაცია - ინფორმაციის მიწოდება არქიტექტორთან და მხარეებს შორის შეთანხმება;
** სხვადასხვა დოკუმენტაციის უზრუნველყოფა, მათ შორის გადახდის გრაფიკის ცვლილება;
** სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
** მომხმარებლის მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზაში და CRM-ში;
** მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ახალი იდეების გენერირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია პრობლემური სიტუაციების მართვის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
** მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
** სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურების რეინჯი: სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე 800-1200 ლარი (ხელზე ასაღები);
** ბონუსი, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 14 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. |