რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

ავტოიმპორტიორი კომპანიაა "IndigoCars", რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს მანქანის შეძენასთან დაკავშირებულ ხარისხიან, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას. კომპანია სანდო და სტაბილური პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ავტოექსპერტების დახმარებით უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე მის ტრანსპორტირებას საქართველომდე. ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მარნეულში. ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსები სამუშაო ადგილი: მარნეული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე ძირითადი ფუნქციები: ** გუნდის მართვა, მუშაობის მონიტორინგი და ანალიზი; ** მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი; ** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია; ** მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე; ** დაფიქსირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად პროცესებში ჩართვა და პრობლემის მოგვარება; ** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა; ** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის წარმოება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია); ** გამოცდილება გაყიდვების სფეროში; ** სასურველია აზერბაიჯანული და რუსული ენების ცოდნა; ** ავტომობილების სპეციფიკაციებისა და მახასიათებლების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესად; პიროვნული მახასიათებლები: ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე); ** მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება); ** გუნდის მართვის უნარი; ** პრეზენტაციის უნარი; ** პრიორიტეტების დასახვა და შედეგზე ორიენტაცია; ** დროის მართვის უნარი; ** გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** დელეგირება; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე. მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


IndigoCars

ანაზღაურება


2,000₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო