კურიერების ჯგუფის უფროსი

აღწერა

კომპანია „მადარტი“ 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს ყველაზე ხარისხიან და გემრიელ ტკბილეულსა და ცხობის პროდუქციას სთავაზობს. „მადარტ დელივერი“ „მადარტის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ჩვენი მომხმარებლისთვის ყველაზე გემრიელი და ტკბილი პროდუქციის, ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად მიტანას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანი, უსაფრთხო და დროული მიწოდების გარდა, მომხმარებლისთვის გემრიელი და პოზიტიური განწყობის შექმნაა.

კომპანია „მადარტ დელივერი“ სამუშაოდ გიწვევთ კურიერების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500₾

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფილიალის კურიერების ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი;
  • ფილიალის კურიერების დისციპლინის მუდმივი კონტროლი;
  • დღის განმავლობაში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება (მაგ: მოპედის დაზიანება; ტერმინალის დაზიანება და სხვ.);
  • მიტანის სერვისით დაფიქსირებული შეკვეთების სწორი და დროული ადმინისტრირება;
  • კურიერების მიერ, დღის დახურვისა და სხვა საჭირო აქტების სრულყოფილად შევსების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • მიტანის სერვისთან დაკავშირებულ პროცესებში აქტიური ჩართულობა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა.

შერჩევის პროცესი:
  • I ეტაპი - ელ. ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზანილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
  • II ეტაპი - გასაუბრება HR-თან;
  • III ეტაპი - ტესტირება;
  • IV ეტაპი - გასაუბრება დირექტორთან და HR მენეჯერთან.

დაგვიმეგობრდი სოციალურ ქსელებში:
Facebook (მთავარი გვერდი): https://www.facebook.com/madartgeorgia
Facebook (კარიერის გვერდი): https://www.facebook.com/madartcareer
ვებ გვერდი: https://madart.ge/

რეზიუმეს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „მადარტ დელივერიმ“ დაამუშავოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]
კანდიდატებს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, უკუკავშირი დაუბრუნდებათ გასაუბრებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში, სატელეფონო ზარის, სატელეფონო შეტყობინების ან ელ. ფოსტის მეშვეობით.

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექეტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება): [email protected] გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოტოკურიერი
Izi Box
თბილისი დედლაინი: 4 კვირაში

ფიქერი
Extra.ge
თბილისი 1200₾-1500₾ დედლაინი: 2 კვირაში

საწყობის მიმღები ოპერატორი
Extra.ge
თბილისი 1200₾-1500₾ დედლაინი: 3 კვირაში

კურიერი
კომპანია
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


მადარტ დელივერი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო