გაყიდვების კონსულტანტი

აღწერა

სს "საქკაბელი" 1958 წელს დაარსდა და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისად ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა. სს საქკაბელის მთავარი ღირებულება თანამშრომელია - ერთად, ძლიერი გუნდით ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქციას და ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტებს. თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო სტანდარტების ქართული პროდუქციის განვითარებაში, სს "საქკაბელი" გთავაზობთ დასაქმებას გაყიდვების კონსულტანტის - (Sales Man) პოზიციაზე. ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი (ხელზე) + ყოველთვიური ბონუსები გაყიდვებიდან ძირითადი ფუნქციები/ მოვალეობები/ პასუხისმგებლობის საზღვრები: მომხმარებლის მომსახურება: ** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტის, ფასის და სხვადასხვა მახასიათებლების შესახებ ** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება ** მომხმარებლისთვის წინასწარ განსაზღვრული, მაღალი სტანდარტის შესაბამისი მომსახურების გაწევა ** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზებითა და კვალიფიციური კონსულტაციების გაწევით გაყიდვების მოცულობის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა ** არსებულ კილენტებთან მუდმივი კომუნიკაცია მათგან უკუკავშირის მიღებისა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაყოდვების მოცულობისა და მომსახურების სტანდარტების მუდმივად გაუმჯობესება აღრიცხვა-ანგარიშსწორება ** პროდუქციის გაყიდვა და შესაბამისი წესით კლიენტთან ანგარიშსწორება - ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა ** გაყიდული პროდუქციის შესაბამისი წესით აღრიცხვა, მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა და შესაბამისი ანგარიშსწორება მარაგების შევსება და კონტორლი ** მაღაზიის მარაგების მუდმივი კონტროლი და შეკვეთების დროულად განთავსება პროდუქციის დანაკლისის ან ზედმეტობის თავიდან აცილების მიზნით ** პროდუქციის შესაბამისი წესის დაცვით მიღება და დარბაზში ან/და მაღაზიის საწყობში განსაზღვრული წესის შესაბამისად განლაგება დახლის იერსახე ** მაღაზაში პროდუქციის ინტერიერზე/იერსახეზე - პროდუიქციის, ფასმაჩვენებლების, დახლის, ბანერების და ა.შ. - სწორ განლაგებაზე მუდმივი ზრუნვა, საჭიროების შემთხვევაში იდეების/წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის გაზიარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ცოდნა/გამოცდილება: ** გაყოდვების სფეროში მუშაობის მინუმიმ 1 წლიანი გამოცდილება ** საინჟინრო ან/და ენერგეტიკულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე (MS Office). უნარები/პიროვნული მახასიათებლები: ** მაღალი მოტივაცია ** დამარწმუნებელი კომუნიკაცია, ძლიერი კომუნიკაციური უნარები ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა ** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ დასაქმებასა და კონკურენტულ ანაზღაურებას ** პროფესიულ ტრენინგებს (პროდუქციის ცოდნა და მომსახურების უნარები) ** კარიერულ ზრდასა და განვითარებას ** გუნდურ სამუშაო გარემოს და დამსახურების აღიარებას. თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: [email protected] ან დაგვირეკეთ 595 56 97 98. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების კონსულტანტი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს საქკაბელის მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობსა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კონსულტანტი
საქკაბელი
თბილისი 1100₾ დედლაინი: 3 დღეში

პრომო კონსულტანტი
საქკაბელი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 დღეში

საწყობის თანამშრომელი
საქკაბელი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

ოპტიკური ქსელის მემონტაჟე
სქაიტელი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

ამწე კალათის მძღოლი
სქაიტელი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


საქკაბელი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო