კონსულტანტი

აღწერა

სს "საქკაბელი" 1958 წელს დაარსდა და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისად ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა. სს "საქკაბელის" მთავარი ღირებულება თანამშრომელია - ერთად, ძლიერი გუნდით ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქციას და ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტებს. თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო სტანდარტების ქართული პროდუქციის განვითარებაში, სს "საქკაბელი" გთავაზობთ დასაქმებას ბათუმში, კონსულტანტის პოზიციაზე. ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი NET ლოკაცია: ბათუმი, შავშეთის 24 (პუშკინის 1) ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები/პასუხისმგებლობის საზღვრები: მომხმარებლის მომსახურება: ** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტის, ფასის და სხვადასხვა მახასიათებლების შესახებ ** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება ** მომხმარებლისთვის წინასწარ განსაზღვრული, მაღალი სტანდარტის შესაბამისი მომსახურების გაწევა ** მომხმარებლის სატელეფონო კონსულტაცია, მაღაზიისა და კომპანიის წარმომადგენლობა კომპანიის ვებგვერდიდან მაღაზიაში შემოსული სატელეფონო ზარების შემთხვევაში აღრიცხვა-ანგარიშსწორება: ** პროდუქციის გაყიდვა და შესაბამისი წესით კლიენტთან ანგარიშსწორება - ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა; საჭიროების შემთხვევაში ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა ** გაყიდული პროდუქციის შესაბამისი წესით აღრიცხვა, მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა და შესაბამისი ანგარიშსწორება ** გარკვეული პერიოდულობით მაღაზიის ინვენტარიზაციისა და აღწერების პროცესში ჩართულობა, ** მაღაზიის სასაქონლო ნაშთის ფინანსური აღრიცხვიანობის უზრუნველყოფის მიზნით ** საქონლის უკან დაბრუნებისას ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა მარაგების შევსება და კონტროლი: ** მაღაზიის მარაგების მუდმივი კონტროლი და შეკვეთების დროულად განთავსება პროდუქციის დანაკლისის ან ზედმეტობის თავიდან აცილების მიზნით ** საწყობიდან მოსული პროდუქციის შესაბამისი წესის დაცვით მიღება და დარბაზში ან/და მაღაზიის საწყობში განსაზღვრული წესის შესაბამისად განლაგება მაღაზიის იერსახე: მაღაზიის ინტერიერზე/იერსახეზე - პროდუქციის, ფასმაჩვენებლების, დახლების, ბანერების და ა.შ. - სწორ განლაგებაზე მუდმივი ზრუნვა, საჭიროების შემთხვევაში იდეების/წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის გაზიარება ზრდა-განვითარება: ** ახალი პროდუქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მოძიება კლიენტის ინფორმირებისა და კონსულტირების მიზნით; ახალ პროდუქტთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მოსაპოვებლად კომერციასთან დაკავშირება ** მოთხოვნადი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისი ადრესატისთვის - კომერციისთვის - მიწოდება ** არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია მათგან უკუკავშირის მიღებისა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით ** ახალი კლიენტების მოზიდვაზე, გაყიდვების გაზრდასა და მომსახურების სრულყოფაზე მუდმივი ზრუნვა, საჭიროების შემთხვევაში ახალი იდეების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმალური კვალიფიკაცია/განათლება ** სასურველია პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების საბაზისო ცოდნა ** სასურველია გაყიდვების სფეროში 1-წლიანი გამოცდილება უნარები/პიროვნული მახასიათებლები: ** მაღალი მოტივაცია ** დამარწმუნებელი კომუნიკაცია, ძლიერი კომუნიკაციური უნარები ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა ** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: [email protected] ან დაგვირეკეთ 595 29 23 29. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ბათუმი-კონსულტანტი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს "საქკაბელის" მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

პრომო კონსულტანტი
საქკაბელი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

ოპტიკური ქსელის მემონტაჟე
სქაიტელი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

ამწე კალათის მძღოლი
სქაიტელი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინერი
სქაიტელი
თბილისი 1000₾-1500₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


საქკაბელი

ანაზღაურება


1,100₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო