ფინანსური ანალიტიკოსი

აღწერა

მარკეტების ქსელი „გვირილა“ ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.


შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე


ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა

  • კომპანიის ყოველთვიური ფინანსური ანგარიშის მომზადება და არსებული სტანდარტების შესაბამისად რეპორტის შედგენა;
  • ფინანსური მენეჯმენტი და საქმიანობის შედეგების მართვა;
  • დანახარჯებისა და მენეჯერული აღრიცხვის მეთოდები: ბიუჯეტირება,გადახრების ანალიზი,შეფასება და კონტროლი;
  • დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;
  • ჩართულ მხარეებთან ანგარიშის წარდგენა;
  • სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
  • ხელმძღვანელის მითითებით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალების შესრულება.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკური/ფინანსური მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშოაბის 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.


პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • მათემატიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.


სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00;
  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სათავო ოფისი;
  • ანაზღაურება შეთანხმებით.


ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ გუნდს.


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, წერილის სათაურში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
Global Beer Georgia
მცხეთა დედლაინი: 2 კვირაში

აღმასრულებელი დირექტორი
კომპანია
თბილისი 12000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


გვირილა რითეილი
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი
გამოცდილება
1 - 2 წლამდე

წყარო