ფინანსური ანალიტიკოსი

აღწერა

შპს "მოდერნ ბიზნეს სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე. კომპანიის შესახებ: შპს "მოდერნ ბიზნეს სოლუშენს", არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც გთავაზობთ ფინანსურ, საბუღალტრო მომსახურებას, ასევე ბიზნეს გადაწყვეტილებებს, ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯმენტს, ბიზნეს გეგმის მომზადებას და სხვადასხვა ფინანსურ საკონსულტაციო საქმიანობას. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ანაზღაურება: 1500 ლარი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** უზრუნველყოს ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება; პერიოდულად ჩაატაროს კომპანიის ბიზნეს მიმართულებების ფინანსური ანგარიშგებების ანალიზი; ** მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის შედგენაში, კომპანიის ფინანსური და ბიზნეს გეგმების შემუშავებაში; ** განახორციელოს შედეგების ანალიზი ბიუჯეტთან და ისტორიულ მონაცემებთან შედარებით; ** მოახდინოს აღრიცხვაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და პრობლემის გადაჭრის მიზნით მჭიდროდ ითანამშრომლოს შესაბამისი დეპარტამენტის/მიმართულების წარმომადგენელთან; ** გადაამოწმოს მიღებული დოკუმენტაციის სიზუსტე და ხარვეზების შემთხვევაში წარუდგინოს უშუალო ხელმძღვანელს; ** შეადაროს ბიუჯეტი (შემოსავლები/ხარჯები) ფაქტიურ მონაცემებს; ** მიაწოდოს ინფორმაცია რეპორტის სახით ფინანსური მიმდინარე და დასრულებული პროცესების შესახებ; ** შეიმუშაოს და გამართოს დოკუმენტაციის შენახვის სისტემა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და ფინანსების მიმართულებით; ** სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება; ** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; ** ფინანსური აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; ** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel); ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. უნარები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** მათემატიკური აზროვნება; ** მონაცემთა დამუშავების უნარი; ** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი ** საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი ** პასუხისმგებლობა თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: [email protected] დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ფინანსური ანალიტიკოსი
გვირილა რითეილი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
Global Beer Georgia
მცხეთა დედლაინი: 2 კვირაში

აღმასრულებელი დირექტორი
კომპანია
თბილისი 12000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


მოდერნ ბიზნეს სოლუშენს

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო