ფლებოტომისტი

აღწერა

"მეგალაბი" აცხადებს ვაკანსიას ფლებოტომისტის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში. "მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა. ძირითადი მოვალეობები: ** პაციენტების მიღება და ფლებოტომიის ორგანიზება/ჩატარება; ** ანგარიშსწორება (სალაროს მართვა და კონტროლი); ** საანალიზო მასალების დამუშავება/შენახვა სტანდარტული საოპერაციო პროცედურის შესაბამისად; ** საჭიროებისამებრ: პაციენტებთან ბინაზე ვიზიტი და ფლებოტომიის ორგანიზება; ** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან მედდის დიპლომი; ** აუცილებელია ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** გამართული მეტყველება; ** ორგანიზებულობა; ** კომუნიკაბელურობა; ** დეტალების მიმართ ყურადღება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. პირობები: ** გრაფიკი: ორშ-პარ -09:00-16:00 სთ, შაბათი- 09:00-14:00 სთ; ** ანაზღაურება: 1000 (Gross) + გამომუშავება; ** ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. N1-3 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. "მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. "მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


მეგალაბი
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო