აღწერა
კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას ფლებოტომისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ლაბორატორიული კვლევებისთვის საანალიზო მასალის უსაფრთხოდ აღება როგორც ბინაზე გამოძახებით, ასევე კლინიკაში, კერძოდ:
- ფლებოტომია, ვენური სისხლის აღება;
- კაპილარული სისხლის აღება.
- აღებული მასალის დამუშავება, ტრანსპორტირება, პრე და პოსტ ანალიტიკის პროცესების მეთვალყურეობა;
- საჭიროებისამებრ, სხვა ბიოლოგიური მასალის აღება და დამუშავება;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
- სამედიცინო საქმიანობის განხორციელება კლინიკაში დანერგილი პროტოკოლების და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესაბამისად;
- კლინიკაში არსებული ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში;
- ლაბორატორიული ინვენტარის, პირადი დაცვის აღჭურვილობის და მოწყობილობების მოვლა/ექსპლოატაცია;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ფლებოტომისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და ფლებოტომიური უნარების კარგი ცოდნა;
- 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
- ვაკუუმური სისტემებით ვენური სისხლის აღების გამოცდილება; (ჩაითვლება უპირატესად)
- ინტენსიური თერაპიის ან კრიტიკული მედიცინის, ან რეანიმაციის განყოფილებაში სულ მცირე 1 წლის მუშაობის გამოცდილება. (ჩაითვლება უპირატესად)
ცოდნა, უნარები:
- სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური მეთოდების ცოდნა (ტრენინგი BLS-ში);
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- ლაბორატორიის პრეანალიტიკური პროცესების ცოდნა.
- გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
- დროის მენეჯმენტი;
- კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი.
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: 7 სანდრო ეულის ქუჩა, 0186, თბილისი
შერჩევის ეტაპები:
- მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
გაცნობებთ, რომ კლინიკა „რეიმანი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
გისურვებთ წარმატებებს!