მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბუღალტერი

აღწერა

შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital + არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital +
უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.
express capital + გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე:მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბუღალტერი

სამუშაო გამოცდილება და ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია საბუღალტრო ან/და საფინანსო მიმართულებით მუშაობის 1 წელი ან მეტი გამოცდილება;
  • უპირატესია გამოცდილება საბანკო/საფინანსო სექტორში;
  • უპირატესია ალტას პროგრამების Loan Management Systems (LMS) და B6-ში მუშაობის გამოცდილება;
  • საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Excel, MS Word, MS Outlook) ცოდნა;
  • სასურველია AML ოფიცრისა და ანგარიშგებების მომზადების გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი.

მოვალეობა:
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა;
  • საბუღალტრო გატარების წარმოება;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
  • ოპერაციების პროგრამაში ასახვა;
  • საბანკო ოპერაციების შესრულება;
  • ხელფასების დარიცხვა;
  • სალაროს ოპერაციების წარმოებაზე ყოველდღიური კონტროლი.
  • შესაბამისი რეპორტების მომზადება და წარდგენა .

პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • ანალიტიკური და სხარტი აზროვნება; ანალიზის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სრული განაკვეთი; სამუშაო დღე 09:30 - 18:30 ;
  • ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასი 1500 ლარი .
  • გამოსაცდელი ვადა 1 თვე.

ჩვენ გთავაზობთ :
  • დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
  • სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში.
  • პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბუღალტერი “ . სათაურის გარეშე და სურათი გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ექსპრეს კაპიტალი +

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო