უნაღდო ანგარიშსწორების სპეციალისტი

აღწერა

ფინბიურო სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან. "ფინბიურო" ყველაზე მსხვილი სასესხო პორტფელის მქონე კომპანიაა საქართველოში, რომელიც აერთიანებს 20 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას უნაღდო ანგარიშსწორების სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 ანაზღაურება: 1000 ლარი ფუნქცია/მოვალეობები: ** საბანკო ოპერაციების წარმოება ** განხორციელებული საბანკო გადარიცხვების პროგრამაში ასახვის და გადარიცხვების კონტროლი; ** კომპანიის საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის და ნაშთების კონტროლი; ** ბანკებთან კორესპონდენციის წარმოება ხელმძღვანელთან შეთანხმებით; ** პირველადი დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება და კონტროლი; ** შემოსავლების სამსახურის პორტალზე სასაქონლო ზედნადებების (შიდა გადაზიდვის) ატვირთვა კონტროლი; ** ფრონტის და ბექ ოფისის თანამშრომლების მხარდაჭერა; ** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური აზროვნების და დროის მართვის უნარი; ** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უნაღდო ანგარიშსწორების სპეციალისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ფიტნესის ადმინისტრატორი
კომპანია
თბილისი 600₾ დედლაინი: 3 კვირაში

მოლარე-კონსულტანტი
სამი ძმა
თბილისი 900₾ დედლაინი: 2 კვირაში

გუნდის წევრი - მოლარე, მზარეული
KFC საქართველო
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ფინბიურო

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო