უფროსი ექთანი

აღწერა

შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" კლინიკა - "ლიდერმედი" აცხადებს ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების უფროსი ექთნის ვაკანსიას. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21 სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე 09:30-17:30; შაბათს ნახევარი დღე - 09:30-15:30 ანაზღაურება: 1500 ლარი, ხელზე ასაღები ძირითადი მოვალეობები: ** საექთნო პროცესის ყველა ეტაპის მეთვალყურეობა და მონიტორინგი; ** სამკურნალწამლო საშუალებების დადგენილი წესით გამოყენებაზე კონტროლი; ** ექიმების დანიშნულების ზუსტი შესრულება; ** ექიმების მიერ დანიშნული მანიპულაციების ზუსტი შესრულება; ** სასტერილიზაციო მასალის დროული მიწოდების და სტერილური მასალის დროული შევსების კონტროლი; ** მის დაქვემდებარებულ სივრცეებში და პაციენტთან ჰიგიენის ნომრების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში; ** მისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება; ** ასეპტიკა ანტისეპტიკის წესების დაცვა; ** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პროფესიული ან უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო/ჯანდაცვის ფაკულტეტი); ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; ** ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პაციენტზე ორიენტირებულობა; ** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ოპერატიულობა და მობილიზებულობა; ** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა; ** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 5 ივლისი, 2024 წ. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება -"უფროსი ექთანი". კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ​​​​​​​ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

უფროსი მოლარე
ჯიბე cash & carry
თბილისი 1150₾-1400₾ დედლაინი: 1 კვირაში

უფროსი აღმზრდელ-პედაგოგი
იალქანი
თბილისი 28001200₾ დედლაინი: 1 კვირაში

უფროსი გრაფიკული დიზაინერი
SPRIBE Georgia
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

უფროსი ბუღალტერი
Financial Chain Corporation
თბილისი 2700₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ლიდერმედი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო