სტომატოლოგიის განყოფილების უფროსი მედდა

აღწერა

კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში. კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია. კლინიკა "მედის" პრიორიტეტები: ** საუკეთესო მომსახურება ** კვალიფიციური ექიმები ** უახლესი ტექნოლოგიები ** მუდმივი განვითარება ** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიის განყოფილების უფროსი ექთნის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: 1300 ლარი გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 09:00-19:00 საათამდე ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** ექიმის ასისტირება; ** სტომატოლოგიურ განყოფილებაში კაბინეტების სისუფთავის შემოწმება; ** კაბინეტების მასალებით და ინსტრუმენტებით მომარაგება; ** შეკვეთების გაკეთება, ნაშთების დათვლა კაბინეტებში და საჭირო მასალის შეკვეთა; ** სტომატოლოგიური ბორმანქანის და დანადგარების ცოდნა; ** აპარატის ან სხვა ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება; ** მედდების სამუშაო გრაფიკების შედგენა და განაწილება; ** სახელფასო ტაბელის წარმოება. პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** დისციპლინირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. აუცილებელი მოთხოვნები: ** სამედიცინო განათლება; ** მედდის დიპლომი; ** სასურველია გამოცდილება. ჩვენთან მუშაობის უპირატესობები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** საჩუქრები დაბადების დღეზე; ** მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე; ** სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) 2024 წლის 25 ივლისამდე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected].

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


კლინიკა მედი

ანაზღაურება


1,300₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო