ადმინისტრატორი

აღწერა

კომპანია "ნეოტექი" უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. ჩვენ ვქმნით განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულ სტანდარტებს, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობას ანიჭებს პრიორიტეტს. ჩვენი მისიაა წამყვანი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შევქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო! შემოუერთდით ჩვენს გუნდს! კომპანია "ნეოტექი" დასაქმებულებს სთავაზობს სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესანიშნავ საშუალებას და აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნ. ბოხუას ქ. 4 ** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; შაბათი-10:00-13:00; ** გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე; ** ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში: 1200 ლარი (ხელზე ასაღები); ** ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ: 1500 ლარი (ხელზე ასაღები); ** კორპორატიული დაზღვევა; ** Fitpass; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიაში შემოსული მომხმარებლების დახვედრა და საჭიროებისამებრ გადამისამართება; ** მომხმარებლების მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება; ** კომპანიაში არსებული ტრენინგ ცენტრის ყოველთვიური დღის წესრიგის შედგენა/დაგეგმვა/ორგანიზება; ** შიდა ტრენინგების ორგანიზება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე; ** რეპორტების მომზადება ჩატარებულ ტრენინგებზე თანამშრომელთა დასწრება/აქტიურობასთან დაკავშირებით; ** კომპანიის კლიენტებთან კომუნიკაცია სატელეფონო ზარებისა და კომპანიის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და საჭიროების შემთხვევაში მათთვის მხარდაჭერის აღმოჩენა; ** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული სხვა დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად; ** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე); პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები: ** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; ** თავაზიანობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** შრომისმოყვარეობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის მართვის უნარი; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ "ადმინისტრატორი". მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას! თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

შესყიდვების სპეციალისტი
ნეოტექი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


ნეოტექი

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო