კომუნიკაციების უმცროსი სპეციალისტი

აღწერა

"ედმიქსერ ედვერთაიზინგ ჯორჯია" პროგრამატიკული ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიაა რეგიონში, რომელიც სარეკლამო პროდუქტების ეკოსისტემას წარმოადგენს და ინტერაქტიული სარეკლამო ბაზრის მოთამაშეებს აერთიანებს. "ედმიქსერი" გუგლის ოფიციალური გაყიდვების პარტნიორია. ჩვენ ვეხმარებით მედიასა და ბრენდებს ბიზნესისა და ინდუსტრიის სტანდარტების განვითარებაში და მიზნად ვისახავთ ინტერაქტიული რეკლამის შეძენის, შექმნისა და გამართვის საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ამოცანის გადაჭრას. შპს "ედმიქსერ ედვერთაიზინგ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზირი. (ბიზნეს ცენტრი "ავენიუ") ანაზღაურება: 1300-1500 ლარი (NET) ფუნქცია-მოვალეობები: ** დამკვეთებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია; ** მარკეტინგული სტრატეგიის და კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა/მართვა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფისებისთვის; ** ვებგვერდის კონტენტის ორგანიზება და პარტნიორებთან კომუნიკაცია; ** საპრომოციო კონტენტის ოპტიმიზაციის პროცესში ჩართულობა და აღსრულება/მონიტორინგი; ** მარკეტინგული პროექტების/სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, ივენთების მოძიება და აქტივობების კალენდრის შექმნა; ** განხორციელებული კამპანიების შეფასება და რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან/და მონათესავე სფეროში. ** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით; ** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარები; ** ეფექტურად მოლაპარაკების წარმართვის უნარი; ** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** გუნდურობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კომუნიკაციების უმცროსი სპეციალისტი". აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

უმცროსი ქოლცენტრის ოპერატორი
თერმო ცენტრი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომუნიკაციების მენეჯერი
Admixer Georgia
თბილისი 2000₾-2500₾ დედლაინი: 1 დღეში

მარკეტოლოგი
PHO აზიური სამზარეულო
თბილისი 2000₾ დედლაინი: 1 კვირაში

მარკეტინგის მენეჯერი
აქვაშენი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 2 დღეში

მარკეტინგის სპეციალისტი
Retailer
თბილისი 800₾ დედლაინი: 2 კვირაში

შესყიდვების სპეციალისტი
რუსთავოილი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


Admixer Georgia

ანაზღაურება


1,300₾ -1,500₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო