უმცროსი ქოლცენტრის ოპერატორი

აღწერა

კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები. კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://thermocenter.ge/ კომპანია "თერმოცენტრი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, შალვა გოგიძის #6 სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00 (კვირაში ორი დასვენების დღე) ანაზღაურება: 1000 ლარი (NET) ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** შემომავალი ზარების მიღება, მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია; ** პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, ტექნიკური ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** კომპანიაში არსებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილების ქონა; ** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** სასურველია უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე; პიროვნული თვისებები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ბენეფიტები: ** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა; ** კვება; ** Fitpass; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - " უმცროსი ქოლ-ცენტრის ოპერატორი " აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

უმცროსი ბუღალტერი
Girteka Logistics
თბილისი დედლაინი: 5 დღეში

კომპანია


თერმო ცენტრი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო