აღწერა

"Index | Wealth Management" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. "Index | Wealth Management" არის 15-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული უძრავი ქონების დეველოპერული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მართალია ქართულ ბაზარზე არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა თუმცა, გამორჩეული ხედვითა და სტრატეგიით, ქართული დეველოპერული ბაზრის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად ჩამოყალიბდა. სამუშაო ადგილი: თბილისი, ოთარ ონიაშვილის ქუჩა 28 სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) სამუშაო საათები: 11:00 - 19:00 ანაზღაურება: ფიქსირებული - 2500 ლარი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე დეპარტამენტი: გაყიდვები ძირითადი პასუხისმგებლობები: ** წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება; ** ხელშეკრულებისთვის საჭირო დოკუმენტაციის გადამოწმება; ** საჭიროების შემთხვევაში გაყიდვების გუნდისთვის კანონის ახსნა და ინტერპრეტაცია; ** გაყიდვების გუნდის ხელშეწყობა ნებისმიერ იურიდიულ საკითხთან დაკავშირებით; ** ხელშეკრულებების გადახედვა მოთხოვნიდან გამომდინარე; ** კლიენტთან შეხვედრა საჭიროების შემთხვევაში; აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** პრობლემის სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრის უნარი; ** გამართულად კომუნიკაციის უნარი; ** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელი); ** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი); ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** კორპორაციულ დაზღვევას (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ); ** მეგობრულ გუნდს; ** განვითარების შესაძლებლობას; დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] ან შეავსოთ განაცხადის ფორმა ჩვენს LinkedIn ის გვერდზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება. გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ შპს "რეალ ესთეით კონსალტინგ გრუპი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

იურისტი
International Business Counselors
თბილისი 1500₾ დედლაინი: 12 საათის წინ

იურისტი
ლიდერ დეველოპმენტი
თბილისი დედლაინი: 2 დღეში

იურისტი
J&J Consulting
თბილისი დედლაინი: 5 დღეში

იურისტი
ლიდერბეთი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


Index | Wealth Management

ანაზღაურება


2,500₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო