აღწერა

სამშენებლო კომპანია ლიდერ დეველოპმენტი - აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის ბიზნეს მიმართულებების სამართლებრივი მხარდაჭერა, კონსულტაციის გაწევა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი, სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელ -სამართლებრივი საკითხები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საკითხები და სხვა;
  • საკანონმდებლო სიახლეებისა და იურიდიული პრაქტიკის ანალიზი, მოთხოვნების იმპლემენტაცია, რისკების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
  • სარჩელების, შესაგებლობის, საჩივრების და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, დავის განმხილველ ორგანოებში წარდგენა და კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლო სხდომებზე;
  • კორპორატიული დოკუმენტაციის ( ოქმები, წესდების ცვლილებები და ა.შ.) მომზადება და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • კერძო/ბიზნეს სამართლის მიმართულებით იურისტად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია სამშენებლო დეველოპერულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება);
  • სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2/C1) იურიდიულ დოკუმენტებთან სამუშაოდ;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, და პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი ეფექტურად აღმოფხვრის შესაძლებლობა;
  • ანალიტიკური და კვლევის უნარები;
  • ინიციატივიანობა, გუნდის მხარდაჭერაზე მობილიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე [email protected] აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.
შეტყობინება: ლიდერ დეველოპმენტი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერ დეველოპმენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

იურისტი
აი ბი სი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 დღეში

იურისტი
International Business Counselors
თბილისი 1500₾ დედლაინი: 3 დღეში

იურისტი
J&J Consulting
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

იურისტი
ლიდერბეთი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ლიდერ დეველოპმენტი
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო