ექიმის ასისტენტი

აღწერა

თვალის კლინიკა "ახალი მზერა" აცხადებს ექიმის ასისტენტის ვაკანსიას თბილისში. ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები: ** ექიმის დახმარება პაციენტებთან ურთიერთობასა და პაციენტის მონაცემების კლინიკის პროგრამაში ასახვის ნაწილში; ** პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის მოძიება, თავმოყრა და შესაბამისი პირებისათვის მიწოდება; ** პაციენტთან კომუნიკაციის დამყარება; ** მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება; ** დღის ბოლოს პროგრამაში ყველა პროგრამაში განხორციელებული ჩანაწერის რეალურ მონაცემებთან შედარება; ** სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსისა და კლინიკის მენეჯერის დავალების შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით); ** უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.; ** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** სწრაფი რეაგირების უნარი; ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის წარმოების უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** კომუნიკაციის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ოპერატიულობა და მობილიზებულობა; ** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას; ** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას; ** თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სერვისებით მგზავრობის 1 წლიან სამგზავრო ბარათს; ** ხელფასი: 1000 ლარი (დარიცხული) ** სამუშაო განაკვეთი - სრული დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები (CV) ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე: [email protected] ა/წ 20 ივლისამდე. აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

პირადი ექიმის ასისტენტი
კურაციო
თბილისი 800₾ დედლაინი: 3 კვირაში

ექიმის თანაშემწე
Medical House
თბილისი 600₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ახალი მზერა

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო