ოჯახის ექიმის ასისტენტი

აღწერა

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 19 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში. სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:40-18:00, ყოველი მეორე შაბათი 10:00-14:00 ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: 650 ლარი ჩვენ გთავაზობთ: ** საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; ** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას. ფუნქცია-მოვალეობები: ** ოჯახის ექიმის ასისტირება პაციენტის მიღებასა და მკურნალობაში; ** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება; ** ინფორმაციის პროგრამულად ასახვა. ვაკანსიის მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი); ** MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. ირაო გისურვებთ წარმატებას! სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი

ანაზღაურება


650₾
დედლაინი
4 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო