აღწერა
თვალის კლინიკა "ახალი მზერა" აცხადებს ექიმის ასისტენტის ვაკანსიას თბილისში.
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
** ექიმის დახმარება პაციენტებთან ურთიერთობასა და პაციენტის მონაცემების კლინიკის პროგრამაში ასახვის ნაწილში;
** პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის მოძიება, თავმოყრა და შესაბამისი პირებისათვის მიწოდება;
** პაციენტთან კომუნიკაციის დამყარება;
** მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** დღის ბოლოს პროგრამაში ყველა პროგრამაში განხორციელებული ჩანაწერის რეალურ მონაცემებთან შედარება;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსისა და კლინიკის მენეჯერის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
** უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას;
** თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სერვისებით მგზავრობის 1 წლიან სამგზავრო ბარათს;
** ხელფასი: 1000 ლარი (დარიცხული)
** სამუშაო განაკვეთი - სრული
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები (CV) ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე: [email protected] ა/წ 20 ივლისამდე.
აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. |