აღწერა

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა, ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 350 -ფილისლზე მეტი და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

შპს „რითეილ ჯგუფი“ სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ აცხადებს ვაკანსიას ყასაბის პოზიციაზე თბილისში

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ნედლი ხორცის მიღება, ვადების, ვარგისიანობის და ხარისხის შემოწმება.
  • მიღებული ხორცის დასაწყობება შესაბამის ადგილზე (დახლი, რეზერვუარი, ჭურჭელი, მაცივარი და სხვა) და მასზე მიღების თარიღის დაკვრა.
  • საჭირო რაოდენობის მიხედვით შესაბამისი ხორც-პროდუქტის მოჭრა, აწონვა და დასამუშავებლად მომზადება.
  • დასამუშავებელი ხორცის გარეცხვა.
  • ხორცის დაჭრა მოთხოვნილი პროდუქტისთვის საჭირო შესაბამის ზომებად.
  • საჭიროების შემთხვევაში ხორცის საკეპ მანქანაში გატარება.
  • დამუშავებული ხორცის განთავსება დახლზე, ვარგისიანობის ვადის და წონის მითითებით.
  • გამოსაყენებლად უვარგისი ნარჩენების გადაყრის უზრუნველყოფა.
  • ხორც-პროდუქტების მარაგების, დამუშავებული ნედლეულის და ნარჩენების შესახებ ყოველდღიური ანგარიშის წარმოება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება.
  • პროდუქციის შესანახი ადგილების და აღჭურვილობის დასუფთავების უზრუნველყოფა.
  • მჭრელი და პროდუქციის დასამუშავებელი აღჭურვილობების გალესვა და მუშა მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა.
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სტანდარტის მიხედვით და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: 08:00-დან 20:00-მდე, თვეში 15 სამუშაო დღე

დაინტერესებულმა პირებმა CV გადმოგვიგზავნეთ მისამართზე [email protected] და subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება., ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 577 24 40 97


CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „რითეილ ჯგუფმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
საშუალო განათლება

წყარო