აღწერა

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.
“მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;
კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.
ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“ 400 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ აცხადებს ვაკანსიას მენტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის სავაჭრო ობიექტებზე ვიზიტი და მაღაზიის თანამშრომლებისთვის ადგილზე პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარება, მაღაზიის პროცესების და პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით.
  • შესაძლებლობის ფარგლებში, მაღაზიის თანამშრომლების მხრიდან წამოჭრილი შეკითხვების/პრობლემების იდენტიფიცირება და დისტანციურად დახმარების გაწევა.
  • საჭიროებისამებრ, გასახსნელ მაღაზიაში ვიზიტი და ახალი მენეჯერისთვის პროდუქციის მიღების პროცესში დახმარების გაწევა.
  • საჭიროებისამებრ, ტრენერის ფუნქციების შეთავსება, ტრენინგის ჩატარება და სატრენინგო კურსის დასრულების შემდეგ გამოცდის ჩაბარების უზრუნველყოფა.

საკვალიფაციო მოთხოვნები:
  • FMCG მიმართულებით მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
  • MS Office პროგრამების ცოდნა.
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილებით.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: [email protected], გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject- ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
„მაგნიტი“ გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე-კონსულტანტი
მისთორი
თბილისი 600900₾ დედლაინი: 2 კვირაში

მოლარე-კონსულტანტი
iTechnics
თბილისი 500800₾ დედლაინი: 3 დღეში

გაყიდვების მენეჯერი
ოფის 1
თბილისი 1600₾-2000₾ დედლაინი: 6 დღეში

ახალგაზრდა მენეჯერების პროგრამა
Carrefour Georgia
თბილისი 1800₾-2400₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო