ახალგაზრდა მენეჯერების პროგრამა

აღწერა

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში. ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. "კარფური", როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. IV კურსის სტუდენტებისთვის და ახალი კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ბიზნესის სფეროში განვითარებით, კარფური აცხადებს "ახალგაზრდა მენეჯერების პროგრამა". ჩვენ ვეძებთ აქტიურ კურსდამთავრებულებს, რომლებიც შემოუერთდებიან ჩვენს გუნდს, გაივლიან გადამზადების კურსს და დასაქმდებიან მენეჯერულ პოზიციებზე. პროგრამის მონაწილეები შეისწავლიან საცალო გაყიდვების ბიზნესის მართვას - დაწყებული სწრაფად ბრუნვადი პროდუქციის დეპარტამენტიდან და ელკომერციიდან, ხარისხის უზრუნველყოფით და მომხმარებელთა მომსახურებით. პროგრამის მენტორი და ტრენერები უზრუნველყოფენ მონაწილეების ტექნიკური თუ მენეჯერული უნარების განვითარებას, რათა მოამზადონ ისინი ძირითადი მენეჯერული პოზიციების დასაკავებლად. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები: ** შეისწავლიან საცალო გაყიდვების ბიზნესის მართვას; ** გადამზადებასთან ერთად ჩაერთვებიან მაღაზიის საოპერაციო პროცესში; ** პროგრამის დასრულების შემდეგ დასაქმდებიან მაღაზიებში მენეჯერულ პოზიციებზე. (მაღაზიის მენეჯერი; დეპარტამენტის მენეჯერი, სექციის მენეჯერი). პროგრამის დაწყების თარიღი - 2024 წლის 1 ოქტომბერი პროგრამის ხანგრძლივობა - 18 თვე ანაზღაურება პროგრამის დაწყებისთანავე: 1800-2400 ლარი სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან და დაეუფლებიან: ** საცალო გაყიდვების მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობებს; ** ფინანსების მართვას; ** ოპერაციების მართვას; ** გუნდის მართვას; ** მომხმარებელთან ურთიერთობის პრინციპებს. რატომ კარფური? ** საერთაშორისო კომპანია; ** თანამედროვე საცალო გაყიდვების მიდგომები და გამოცდილება; ** სტაბილურობა; ** განვითარებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივა; ** გუნდური და თანამშრომელზე ორიენტირებული გარემო. პოტენციური მენეჯერების შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: [email protected]. გთხოვთ წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ "ახალგაზრდა მენეჯერების პროგრამა" გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას" მიერ (ს/ნ.: 404923749; იურ. მის.: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია) მათ შორის, უფლებამოსილი პირის (შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს"; 240254; მის.: საფოსტო ყუთი 22797, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე. შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


Carrefour Georgia

ანაზღაურება


1,800₾ -2,400₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო