ნაყინის დამზადების სპეციალისტი

აღწერა

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით “ნიკორა ჯგუფი“ წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა ჯგუფი“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.
"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს ჩვენი ფერმერი აცხადებს ვაკანსია ნაყინის დამზადების სპეციალისტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა - თბილისი, ალ. მრევლიშვილის 2
გრაფიკი - კვირა-პარასკევი 09:00-18:00, შესვენება - 1 საათი.
ანაზღაურება - 1100 ლარი
ბენეფიტები - 250 ლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერი და კვება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დღის საწარმოო გეგმის შესაბამისად დანადგარისა და სამუშაო პროცესისთვის მომზადება, ნაყინის დანადგართან მუშაობა და დანადგარის მართვა;
  • პერიოდულად, დანადგარის გეგმიური სამუშაოების ჩატარება, საჭიროებისამებრ, დანადგარების ნაწილების შეცვლა და შეკეთება კომპეტენციის ფარგლებში ( ზეთის დამატება და შეზეთვა, ჭიქის დამფასოებელ დანადგარში პერიოდულად ცეპის დაზეთვა და ა.შ);
  • ტარა-მასალების დანადგარში ჩალაგების, დანადგარის საშუალებით ნაყინის ჩამოსხმისა და დაფასოების პროცესის კოორდინირება;
  • დანადგარის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური პროცესების მონიტორინგი, კონტროლი და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში უშაულო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილისა და დანადგარის რეცხვა-დეზინფექცია;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა (ქუდის, ხელთათმანის, სამუშაო ფორმის ტარება);

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
  • საშუალო განათლება;
  • დანადგარებთან და ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • რაოდენობრივი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროული რეაგირებისა და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ჩვენი ფერმერის ს/კ 200265220 და უფლებამოსილი პირის - სს “ნიკორას” ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე [email protected] შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ჩვენი ფერმერის ს/კ 200265220 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
შპს ჩვენი ფერმერი ს/კ 200265220 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ნაყინის დამზადების სპეციალისტი
პალომა
თბილისი 1100₾ დედლაინი: 2 დღეში

თევზის თერმული დამუშავების უბნის უფროსი
ოკეანე
თბილისი 1700₾-2000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ნიკორა

ანაზღაურება


1,100₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო