ჰოსტესი

აღწერა

"Tourinvest Group" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე. "Tourinvest Group" 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონ $ -ს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ მენეჯმენტ გრუპის პროექტების ფარგლებში დაახლოებით 600-მდე ადამიანია დასაქმებული. ჩვენ გუნდი ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე. პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე. გუნდი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას მოახდინოთ საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოში. ძირითადი ფუნქციები: ** უზრუნველყოს სტუმრების დახვედრა დროულად; ** სტუმრისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** სტუმრის პრობლემების გაგება და სწრაფად გადაწყვეტა; მოთხოვნები: ** სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისურ ან რუსულ ენაზე გამართულად მეტყველება. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, დასახლება ფერია; ** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი) ** ვაკანსიის რაოდენობა: ერთი ** ანაზღაურება: 1000 ლარი; ჩვენ გთავაზობთ: ** კომფორტულ სამუშო გრაფიკს; ** კვებით უზრუნველყოფას; ** ტრანსპორტირებას საბაგირო გზით; გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: ** ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების პირველი დღიდან ** 50%-იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში; ** 70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა "არგო"-ზე ** ფასდაკლებას რესტორან "არგო"-ში ** ანაზღაურებად შვებულებას ბავშვის მოვლის გამო ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: LINK : https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_7vx2z/ ან დაგვიკავშირდით +995 595 436 009 გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ჰოსტესი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია "Tourinvest Group" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ჰოსტესი
წისქვილი ჯგუფი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

ჰოსტესი
წისქვილი ჯგუფი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

ჰოსტესი
სასტუმრო ქარვასლა
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

მიმტანი
სასტუმრო პურის მოედანი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


GLI

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო