აღწერა

"წისქვილი ჯგუფი" ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისსა და წყნეთში წარმოდგენილ, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - "ქართულს". ამის პარალელურად, არც თანამედროვე ტენდენციებს ჩამორჩება და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს ჩვენს ფილიალებში. კომპანიას, მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით, არსებობის დღიდან აქვს მიღებული საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯილდოები (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..). მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ "წისქვილი ჯგუფის" პროფესიონალებით დაკომპლექტებულ დიდ გუნდში გვაქვს ჰოსტესის ვაკანტური პოზიცია. სამუშაო ადგილი: თბილისი გრაფიკი: 8 საათიანი ცვლები ანაზღაურება: 1200 ლარიდან მოვალეობები: ** სტუმრის მიღება სივრცეში და დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება; ** ცხელ-ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება: ** ინფორმაციის მიწოდება პროგრამასთან, მენიუსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით; ** ჯავშნების მიღება; ** ჯავშნების კალენდრის წარმოება. ** საჭიროებიდან გამომდინარე, სტუმრებისათვის სივრცეებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. მოთხოვნები: ** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი; ** სწორი კომუნიკაციის უნარი; ** აუცილებელია ინგლისური ენის სულ მცირე Upper Intermediate დონეზე ცოდნა. ** სასურველია ჰოსტესის/ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "წისქვილი ჯგუფის" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 591 25 22 20. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ჰოსტესი
წისქვილი ჯგუფი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

ჰოსტესი
GLI
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

ჰოსტესი
სასტუმრო ქარვასლა
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 კვირაში

ბარისტა
CAF
თბილისი დედლაინი: 1 დღეში

მიმტანი
სასტუმრო პურის მოედანი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


წისქვილი ჯგუფი

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო