ტრანსპორტის დისპეტჩერი

აღწერა

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს. ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ტრანსპორტის დისპეტჩერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფეიქრების ქუჩა ანაზღაურება: 1500 ლარი (დარიცხული) გრაფიკი სრული: ორშაბათი - პარასკევი / 09:00 - 18:00 ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის კუთვნილი მანქანა-მექანიზმების ეფექტური კოორდინირება; ** შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის დადგენილი წესით მიღება/გადაბარება; ** სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შემთხვევაში მისი მიღება და დელეგირება; ** სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის ეფექტური და ოპერატიული გადანაწილება; ** სამსახურში არსებული მარშრუტების დაგეგმვა და კონტროლი; ** სატრანსპორტო საშუალებებს შორის მოცდენის შემთხვევაში შემთხვევების შესწავლა და მონიტორინგი; ** ტრანსპორტის ადგილმდებარეობის GPS სისტემით კონტროლი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** უმაღლესი განათლება, სასურველია სატრანსპორტო მიმართულებით; ** სატრანსპორტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** მანქანა-მექანიზმების ექსპლუატაციის წესების საფუძვლიანი ცოდნა; ** ტექნიკის ექსპლუატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა. აუცილებელი უნარ-ჩვევები ** პროცესების დაგეგმვის და კოორდინაციის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] არა უგვიანეს 2024 წლის 18 ივლისისა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება. CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

რკინიგზის დისპეტჩერი
თბილისი დრაი პორტი
თბილისი 1550₾ დედლაინი: 2 კვირაში

მძღოლი
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

ტრანსპორტის მენეჯერის ასისტენტი
Travel Door Georgia
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 კვირაში

მძღოლი
ლუანა
თბილისი დედლაინი: 1 დღეში

ინგლისურენოვანი მძღოლი
Travel Door Georgia
თბილისი 1000₾-1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო