რკინიგზის დისპეტჩერი

აღწერა

"თბილისი დრაი პორტი" არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2024 წლის ოქტომბერში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისის მშრალი ტვირთების ტერმინალში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადასხვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის "თბილისის მშრალი პორტი" მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული. "თბილისი დრაი პორტის" გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანტურ პოზიციებს. პოზიციის შესახებ: ჩვენ ვეძებთ რკინიგზის დისპეტჩერს, რომელიც შემოგვიერთდება მშრალი პორტის ოპერაციების განყოფილებაში. რკინიგზის/ლოკომოტივის დისპეტჩერად მუშაობისას თქვენ პასუხისმგებელი იქნებით ტერმინალის ტერიტორიაზე მატარებლების უსაფრთხო და ეფექტურ მოძრაობაზე. ვაკანსიის დასახელება/თანამდებობის დასახელება: რკინიგზის დისპეტჩერი (4 საშტატო ერთეული) კომპანია გთავაზობთ შემდეგი სახის ბენეფიტებს: ** სამუშაო ანაზღაურება - 1550 ლარი ** სამედიცინო და უბედური შემთხვევის დაზღვევა სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 31 ივლისი დეპარტამენტის შესახებ: რკინიგზის დისპეტჩერი ექვემდებარება რკინიგზის მენეჯერს. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს ლოკომოტივის მემანქანესთან, რკინიგზის შემდგენელთან, საკონტეინერო ტერმინალის მოედნის ოპერატორთან. გამოცდილება და უნარები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი. ** ქართული ენის ცოდნა (სალაპარაკო, წერითი) ** საშუალო ტექნიკური განათლება. ** მარეგულირებელი დოკუმენტაციის ცოდნა ** დისციპლინა და პასუხისმგებლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ლოკომოტივების სტრუქტურის ცოდნა ** უმაღლესი პროფესიული განათლება ან საშუალო პროფესიული განათლება ფუნქცია-მოვალეობები: ** მატარებლის მოძრაობის კოორდინაცია: რკინიგზის დისპეტჩერი პასუხისმგებელია მატარებლების მოძრაობის კოორდინაციაზე ტერმინალის შიგნით და უზრუნველყოფს მატარებლებისო დროულად მისვლა-გასვლას და მოძრაობას შესაბამის ლიანდაგზე. ** კომუნიკაცია მატარებლის ეკიპაჟებთან: დისპეტჩერი ვალდებულია ეფექტურად დაუკავშირდეს მატარებლის ეკიპაჟებს, მათ შორის, ლოკომოტივის მემანქანეებს და გამწევი ლოკომოტივის ოპერატორებს, რათა უზრუნველყოს მატარებლების სწორად განთავსება და მათი უსაფრთხო გადაადგილება ტერმინალში. ** მატარებლის ოპერაციების მონიტორინგი: დისპეტჩერი პასუხისმგებელია ტერმინალის შიგნით მატარებლების მოძრაობის მონიტორინგზე კომპიუტერიზებული სისტემებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, რათა თვალყური ადევნოს მათ მოძრაობას და გრაფიკის დაცვას. ** ჩანაწერების წარმოება: დისპეტჩერმა უნდა აწარმოოს ზუსტი ჩანაწერები მატარებლის მოძრაობისა და სხვა აქტივობების შესახებ ტერმინალის შიგნით, მათ შორის, ნებისმიერი საკითხის ან პრობლემის შესახებ, რომელიც წარმოიქმნება მათი ცვლის მანძილზე. ** ამ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები, რათა უზრუნველყოს საკუთარი და კოლეგების უსაფრთხოება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი გამოგზავნოთ ელფოსტაზე [email protected] არაუგვიანეს 2024 წლის 31 ივლისისა. გთხოვთ, ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს. საკონტაქტო ინფორმაცია: მარიამ კილაძე; +995557518111

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


თბილისი დრაი პორტი

ანაზღაურება


1,550₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო